სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა სპეციალობა: სამართალმცოდნეობა მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართალმცოდნეობის ბაკალავრი
მიზანი სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის სამართლებრივი საკითხების გაგება-გაანალიზებისა და მიღებული ცოდნის გამოყენების სწავლებას. სტუდენტი ეუფლება იურისტისათვის აუცილებელ მეთოდებს და იძენს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარს. სტუდენტს, სამართლისმცოდნეობის საკითხების გარდა, ეძლევა შესაძლებლობა, დაეუფლოს სამართლის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ფილოსოფიურ, ისტორიულ და ეკონომიკურ ასპექტებს. სტუდენტს შეუძლია, საკუთარი სურვილისამებრ ისწავლოს არაიურიდიული დისციპლინებიც, რომლებიც მას ხელს უწყობს, გაიღრმავოს ცოდნა ცალკეულ დარგში, და, ამავე დროს, დარწმუნდეს თავისი პროფესიის არჩევანის სისწორეში.
პარამეტრები სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა ოთხწლიანია.
ძირითადი სასწავლო პროგრამის მოცულობა - 240 ECTS (წელიწადში - 60 ECTS , სემესტრში – 30 ECTS ) მათ შორის: სპეციალობის 100 ECTS (სადაც 80 ECTS სპეციალობის სავალდებულო კრედიტებია, 20 ECTS - არჩევითი) უცხო ენა – 20 ECTS
უნივერსიტეტში და შესაბამისად ფაკულტეტზე დანერგილია შეფასების ერთიანი ევროპული სისტემის (ECTS) 100 ქულიანი ( სემესტრული მაქსიმალური 60, ხოლო საგამოცდო მაქსიმალური 40 ქულიანი) სკალა.
I სემესტრი ( 30 კრედიტი ) ქართული სამართლის ისტორია - 5 კრედიტი რომის სამართლის საფუძვლები – 5 კრედიტი შესავალი სამართალმცოდნეობაში – 5 კრედიტი შესავალი სამოქალაქო სამართალში – 5 კრედიტი საკონსტიტუციო (სახ. მოწყობის) სამართალი – 5 კრედიტი უცხო ენა - 5 კრედიტი
II სემესტრი ( 30 კრედიტი ) საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია - 5 კრედიტი სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი – 5 კრედიტი ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები - 5 კრედიტი ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი – 5 კრედიტი სამართლის მეთოდები - 5 კრედიტი უცხო ენა - 5 კრედიტი
სწავლის შედეგი სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის სამართლებრივი საკითხების გაგება-გაანალიზებისა და მიღებული ცოდნის გამოყენების სწავლებას სტუდენტს სამართალმცოდნეობის საკითხების გარდა ეძლევა შესაძლებლობა, დაეუფლოს სამართლის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ფილოსოფიურ, ისტორიულ და ეკონომიკურ ასპექტებს დასაქმების სფეროები საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. ამავე დროს, იგი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო პროგრამით, რომელიც ორიენტირე ბულია შემდგომი დონის სპეციალისტისა და მკვლევრის მომზადებაზე.
სწავლის გაგრძელების საშუალება კურსდამთავრებულის მიერ მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარ-ჩვევები უფლებას აძლევს სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა, დოქტორანტურა).