სამშაბათი, 2017-12-12, 5:25 PM | მოგესალმები Guest

www.sdasu.ucoz.com

სდასუ-ს ისტორია






საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი – სდასუ - დაარსდა 1991 წელს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. სდასუ თავისი არსებობის მე-18 წელს ითვლის. მან ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამართლიანად დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი და მოიპოვა უმაღლესი რეიტინგი.

უნივერსიტეტის ძირითადი მიზანია უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანნი იქნებიან არამარტო სამამულო, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზარზეც. აღნიშნული მიზნის მიღწევისა და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის, ECTS-ის მიხედვით შემუშავდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამები და მოდულები, დაინერგა სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები, საკონკურსო წესით შეირჩა აკადემიური პერსონალი. შემუშავდა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მოტივირების ქმედითი მექანიზმი. ზემოთქმულთან ერთად, თანამედროვე ტექნიკითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი კაბინეტები და ლაბორატორიები უზრუნველყოფენ სტუდენტთა მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.

უნივერსიტეტის არც ერთი პედაგოგი არ არის სამეცნიერო ხარისხის გარეშე.

უნივერსიტეტს კონტაქტები აქვს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და ისრაელის უნივერსიტეტებთან. სტუდენტებს საშუალება აქვთ საკუთარი სურვილისამებრ გაიარონ სტაჟირება აღნიშნულ უნივერსიტეტებში.

წარჩინებულ სტუდენტებს ეძლევათ სტიპენდია. უნივერსიტეტმა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მრავალი თაობა მოამზადა. ისინი წარმატებით საქმიანობენ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

უნივერსიტეტს გააჩნია: კომპიუტერული საგანმანათლებლო სერვის-ცენტრები, ლინგაფონის კაბინეტი, ვიდეოთეკა, აუდიოთეკა, ბიბლიოთეკა, სასწავლო ტელე-რადიო სტუდია.

უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენციები, სადაც გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ ჯილდოები და მათი თეზისები გამოიცემა ბროშურის სახით.


საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ჩვენი გამოკითხვა
მოგეწონა საიტი?
სულ პასუხი: 105