ინტელექტუალური თამაშების კლუბი "რა? სად? როდის?" უნივერსიტეტში რამდენიმე წელია, რაც წარმატებით ფუნქციონირებს. გუნდური თამაშისა და მუდმივი მაძიებლობის წყურვილი ყოველ კვირას ათზე მეტ გუნდს კრებს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. ყოველი სემესტრის ბოლოს იმართება ფინალური თამაში და გამარჯვებულს უნივერსიტეტის გარდამავალი პრიზი, ხოლო ყველა მონაწილე გუნდს სიგელები და სხვადასხვა შინაარსის წიგნები გადაეცემა. http://Chortikuna.hi5.com