ოთხშაბათი, 2017-11-22, 1:26 AM | მოგესალმები Guest

www.sdasu.ucoz.com

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » ART-კაფე » მუსიკა » Radiohead (genialuri bendi)
Radiohead
ROODate: სამშაბათი, 2007-10-30, 5:52 AM | Message # 1
I Done
Group: Users
Messages: 35
Reputation: 1
Status: Offline
1986 წელს ოქსფორდშირში ჩამოყალიბდა . თავდაპირველად ჯგუფს ერქვა On A Friday. მისი შემადგენლობა შექმნიდან დღემდე არ შეცვლილა: ტომ იორკი (ვოკალი, პიანინო, რიტმ გიტარა), ჯონი გრინვუდი (სოლო გიტარა, მუსიკალური კვალიატურა), ედ ო'ბრაიენი (გიტარა, ბექ ვოკალი), კოლინ გრინვუდი (ბასი, სინთეზატორები) და ფილ სელუეი (დრამი).

1992 წელს ჯგუფმა 80-იანი წლების ისეთი ალტერნატიული როკ ბენდების გავლენით , როგორებიცაა R.E.M. , Pixies და Sonic Youth, გამოუშვა პირველი სინგლი Creep. ეს იყო მათი სადებიუტო ალბომის, Pablo Honey-ის (1993) ერთ-ერთი სიმღერის მოულოდნელი გაჰიტება , რამაც განაპირობა ის, რომ რედიოჰედს უწოდებდნენ ”ერთჰიტიან საოცრებას”. მეორე ალბომით, The bends, ჯგუფმა როგორც იქნა დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება დიდ ბრიტანეთში; ამ პერიოდში შეიძინა ახალი ფანებიც, რაც დამუხტული გიტარის ატმოსფეროსა და ტომ იორკის ფალცეტის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს.რედიოჰედის მესამე ალბომი, Ok Computer საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა; თავისი შთამბეჭდავი ხმითა და გაუცხოების თემებით ეს ალბომი , ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ერთ-ერთი წამყვანი ნამუშევარია.

წინააღმდეგობრივი და არაორდინალური ალბომებით, Kid A (2000) და Amnesiac (2001), რედიოჰედმა მიაღწია პოპულარობის პიკს. თუმცა ჯგუფის მუსიკალური ორიენტაცია რამდენადმე შეიცვალა , მოექცა რა ელექტრონული მუსიკის, ექსპერიმენტული ჯაზისა და თანამედროვე კლასიკური მუსიკის (Aphex Twin, Autechre, ჩარლზ მინგესი, ოლივიე მესიე) გავლენის ქვეშ. უკანასკნელი ალბომი, Hail To The Thief (2003), შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკის მოწონების საგნად იქცა. მასში თავმოყრილია ადრეული ნამუშევრების ყველა ასპექტი; გიტარის , ელექტრონიკისა და ლირიზმის სინთეზი საოცარ ეფექტს ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ბოლო ალბომებს ჰყავს განსხვავებული მუსიკალური გემოვნების მსმენელი, რედიოჰედი ხშირად იწოდება, როგორც თავისი დროის ყველაზე უფრო კრეატიული ბენდი, რომლის კონცერტებსაც ესწრება უამრავი ხალხი. დიდია მისი გავლენა სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებზე. რედიოჰედმა, როგორც ”აუთსაიდერების” ბენდმა, იწვნია მართლაც უდიდესი კომერციული წარმატება. ბევრი თვლის,რომ მათ სტუდია, EMI-სთან თანამშრომლობის მიუხედავად, პოლიტიკური და მუსიკალური დამოუკიდებლობა მაინც შეინარჩუნეს. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფის ახალი ალბომი სახელწოდებით In Rainbows 10 ოქტომბერს გამოვიდა.

ტომ იორკი — ვოკალი, რიტმ გიტარა, პიანინო, ელექტრონული პროგრამირება.
ჯონი გრინვუდი — სოლო გიტარა, მუსიკალური კლავიატურა, ონდეს მარტენოტი, ანალოგური სისტემები, სიმებიან-ხემიანი საკრავები, სხვადასხვა.
ედ ო'ბრაიენი — გიტარა, ბექ ვოკალი, ეფექტები, დასარტყამი ინსტრუმენტები.
კოლინ გრინვუდი — ბასი, სინთეზატორები, სემპლერი.
ფილ სელუეი — დრამი, დასარტყამი ინსტრუმენტები.
ჯგუფის ჩამოყალიბება და ადრეული წლები (1986-1991) [რედაქტირება]

ებინგდონის სკოლა,სადაც რედიოჰედი ჩამოყალიბდა

რედიოჰედი ჩამოყალიბდა 80-იანი წლების შუა ხანებში ებინგდონის ვაჟთა სკოლაში, სადაც ჯგუფის ხუთივე წევრი სწავლობდა. მათ რეპეტიციები დაიწყეს სკოლის მუსიკალურ ოთახში , ახალ ბენდს კი ”On A Friday" (”პარასკევს”) დაარქვეს ჩვეული სარეპეტიციო დღის მიხედვით. ჯონი, ყველაზე უმცროსი წევრი, თავიდან ჰარმონიკაზე უკრავდა, ხოლო შემდეგ იგი ბენდის სოლო გიტარისტად იქცა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბენდის წევრებმა დროებით შეწყვიტეს სისტემატური მეცადინეობები უნივერსიტეტში სწავლის გამო. თუმცა არდადეგებზე მაინც აგრძელებდნენ დაკვრას. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ 1991 წელს,როდესაც მომავალი რედიოჰედის ოთხმა წევრმა, უმცროსი ჯონის გარდა, აიღო დიპლომები, ბენდი On A Friday აღდგა. ჯგუფმა დაიწყო დემოების ჩაწერა (მაგალითად Manic Hedgehog Demo) და ცოცხლად შესრულება. ახალმა ლაივ ჩანაწერებმა ხმის ჩამწერი სტუდიების ინტერესი გამოიწვია. ჯგუფმა გააფორმა ექვსი ალბომის ჩასაწერი ხელშეკრულება EMI-სთან. გარკვეულწილად ეს იყო ბედნიერი შემთხვევაც — კოლინ გრინვუდი და ემის ”შემსრულებლებისა და რეპერტუარის მაძიებელი”(A&R Man) მენეჯერი კეიტ ვოზენკრაფტი ერთმანეთს შეხვდნენ ჩანაწერების მაღაზიაში, სადაც კოლინი მუშაობდა. სტუდიის მოთხოვნით, ბენდმა სახელი შეიცვალა და თოლქინგ ჰედს-ის ალბომის True Stories ერთ-ერთ სიმღერის მიხედვით დაირქვა Radiohead.

კოლინ გრინვუდი შემდეგში აღნიშნავს:”ჩვენი ჯგუფის შექმნა იყო არაორდინალური მოვლენა. როცა დავიწყეთ, ვიყავით ვაჟთა სკოლის 15 წლის მოსწავლეები, რომელთათვისაც არც ისე ხშირი იყო მხიარული ატმოსფერო . ჩვენ გვინდოდა ამ ყველაფრისგან გაქცევა და საკუთარი სივრცის პოვნა , და ამას ვაკეთებდით კიდეც კოლეჯში ყოფნის პერიოდში.”





gaumarjos sastavs roochka var tingedan :)))))))))))))))
 
ROODate: სამშაბათი, 2007-10-30, 5:53 AM | Message # 2
I Done
Group: Users
Messages: 35
Reputation: 1
Status: Offline
done bendi notworthy

gaumarjos sastavs roochka var tingedan :)))))))))))))))
 
NINOOODate: ოთხშაბათი, 2007-10-31, 5:19 AM | Message # 3
I Done
Group: Users
Messages: 15
Reputation: 0
Status: Offline
vaaaa mec dzaan mikvars Radiohead_ i :)))))))) da kide The Doors, Jetho Tull, Muse, Guns N' Roses da mokled dzaan bevri, chamotvla mezareba

signature_xelis moceras nishnavs da ver mivxvdi ra gindat xeli movacero?:))
 
mari18Date: ოთხშაბათი, 2007-11-28, 11:58 AM | Message # 4
I Done
Group: Users
Messages: 27
Reputation: 0
Status: Offline
kargi jgupia da kargi simgerebi aqvt smile ramodenime magrad momcons music music

xo raviii...
 
NinkaDate: პარასკევი, 2007-11-30, 12:22 PM | Message # 5
I Done
Group: Users
Messages: 31
Reputation: -1
Status: Offline
NINOOO,
Quote
Muse

Muse mec magra mevaseba, magari songebi aqvt biggrin


¢¾ ¢¾ ¢¾
 
ROODate: სამშაბათი, 2007-12-04, 7:47 AM | Message # 6
I Done
Group: Users
Messages: 35
Reputation: 1
Status: Offline
Quote
Muse mec magra mevaseba, magari songebi aqvt

ukacravad da muse ra shuashia >?????


gaumarjos sastavs roochka var tingedan :)))))))))))))))
 
vepxviDate: სამშაბათი, 2007-12-04, 8:38 AM | Message # 7
II Done
Group: Moderator
Messages: 65
Reputation: 1
Status: Offline
ნუ აჩეთებთ ისაუბრეთ რადიოთავის შესახებ და არა ვის რომელი ჯგუფი მოგწონთ...

ფორუმის მბრძანებელი :smoke:
 
ფორუმი » ART-კაფე » მუსიკა » Radiohead (genialuri bendi)
გვერდი 1 დან1
ძებნა:

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგეწონა საიტი?
სულ პასუხი: 105